10 იდეა, რა გავაკეთოთ როცა შუქი ქრება



















ამ პოსტში მინდა ათი იდეა შემოგთავაზოთ, იმ შემთხვევისათვის, თუ დილით გაიღვიძეთ და აღმოაჩინეთ რომ ელექტროენერგია არ მოგეწოდებათ, ან სულაც საღამოს მოულოდნელად წავიდა შუქი.

მაშ ასე:

1. წავიკითხოთ წიგნი, რომელიც კაი ხნის წინ დავიწყეთ, მაგრამ შუა გზაზე გვაქვს მიტოვებული.

2. დავალაგოთ ჩვენი საძინებელი, სამუშაო სივრცე ან ზოგადად სახლი.

3. დავურეკოთ მეგობრებს და მოვიწვიოთ სათამაშოდ, ვითამაშოთ კარტი ან რაიმე სამაგიდო თამაში.

4. გადავხედოთ იმ დღის ან კვირის საქმეებს და ვიპოვოთ რამე, რასაც კომპიუტერის ან ინტერნეტის გარეშეც გავაკეთებდით და გავაკეთოთ.

5. სუფთა ჰაერზე გავისეირნოთ.

6. მოვამზადოთ კერძი (გამოვაცხოთ რამე), რომელიც ძალიან გიყვართ და კარგა ხანია არ მოგიმზადებიათ. (ამის შემდეგ უფრო ადვილად განახორციელებთ მესამე იდეას.)

7. ავაჟღეროთ ინსტრუმენები, რომლებიც დენის გარეშეც მუშაობენ (გიტარა, ფანდური, პიანინო და ა.შ.). მოვაწყოთ 90-იანების რეპერტუარით საღამოს საშინაო კონცერტი.

8. გავიხსენოთ რაიმე DIY (DO IT YOURSELF) პროექტი  და განვახორციელოთ.

9. გავიხსენოთ ყველა ფიზიკური პირი თუ კომპანია, ვინც შეიძლება დენის წასვლასთან რაიმე კავშირში იყოს. ჩამოვწეროთ მათი სახელები. მეორე ფურცელზე გავიხსენოთ და ჩამოვწეროთ ყველაზე მაღალსართულიანი გინებები. შემდეგ პირველი ფურცლიდან მეორეში ჩავსვათ სახელები და ხმამაღლა წარმოვთქვათ.

10. დავლიოთ ყველაფერი ალკოჰოლური რაც სახლში გვაქვს და დავიძინოთ, სანამ დენი არ მოვა.

დღეისათვის სულ ეს იყო.

რომელი იდეა მოგეწონათ, ან თქვენ რამეს ხომ არ დაამატებდით, კომენტარების სექციაში გელით <3

პ.ს. რის შესახებ ისურვებდით 10 იდეის ჩემგან მოსმენას? ესეც კომენტარების სექციაში დამიტოვეთ <3

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი

Comments

Popular posts from this blog

10 იდეა, როგორ გადავუღოთ ფოტო უცნობ ადამიანს ქუჩაში

10 იდეა ალტერნატიული ახალი წლისათვის