10 იდეა, როგორ ვაჯობოთ სიზარმაცეს და შევუდგეთ საქმეს დილიდან
ზოგჯერ საქმე თავზე საყრელია, მაგრამ ყველაჩვენგანში შეიძლება გაიღვიძოს ხვალემენმა, ამ საშინელმა ანტიგმირმა, რომელიც ყველაფერს იზავს, ოღონდ იმ დღეს თქვენ საქმე არ გაგაკეთებინოთ და შემდეგი დღისათვის გადადოთ. ეს პრობლემა მეც ხშირად მაწუხებს, სწორედ ამიტომ 10 იდეა ჩამოვყარე და იმედს ვიტოვებ ის როგორც მე, ასევე თქვენც დაგეხმარებათ. მაშ ასე: 1. გადავივლოთ ცხელი წყალი და დავრეფრეშდეთ, ჩავაგონოთ ჩვენს თავს რომ დღეს ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. 2. ჩავრთოთ საყვარელი მუსიკა, გამოვრთოთ ფეისბუქი და სხვა სოც მედია საიტები და ვკონცენტრირდეთ მხოლოდ საქმეზე. 3. გავწეროთ დღის გეგმა და საკუთარ თავს გარკვეული დროის მონაკვეთი მივცეთ კონკრეტული დავალების შესასრულებლად. 4. დავურეკოთ მეგობარს, რომელიც მოვა და თავზე დაგვადგება, რომ ისევ არ "ვისაჩკაოთ". 5. გამოვიყენოთ "პომიდორის პრინციპი" - 25 წუთი ინტენსიური მუშაობა, 5 წუთი შესვენება. გავაგრძელოთ ასე 3-4 საათის მანძილზე. 6. დავპოსტოთ ფბ-ზე რომ ამადაამ საქმეს აკეთებთ და განაცხადოთ რომ გარკვეულ დროში მორჩებ...