10 იდეა, როგორ მოიშორო თავიდან ტიპი, რომელიც შალახოს ჩართვას გთხოვს - როცა ფართიზე D.J. ხარ
მაშ ასე:
1. უთხრა, რომ ორგანიზატორმა აგიკრძალა და ვერ ჩართავ.
2. უთხრა რომ არ გაქვს და ინტერნეტიც არაა, რომ იქიდან მაინც ჩართა.
3. უთხრა რომ სანამ ის მოვიდოდა უკვე ორჯერ გაუშვი და მესამედ ვეღარ ჩართავ, ხალხი გაბრაზდება.
4. უთხრა, რომსანაძლეოს წააგებ თუ გაუშვებ და ფართიზე ვინცაა ყველას შენ უნდა დაალევინო ალკოჰოლური სასმელები.
5. დაელაპარაკო ინგლისურად და თავი მოაჩვენო რომ ქართული არ გესმის.
6. უთხრა რომ დიჯეი სხვაა და გავიდა, შენ კი უბრალოდ დგახარ და აპარატურას ყარაულობ.
7. უთხრა რომ ჩართავ ცოტა ხანში და რათქმაუნდა გადააგდო.
8. დაუძახო დაცვას, ასეთის არსებობის შემთხვევაში და გააჯმევინო.
9. უთხრა რომ გაუშვებ, მაგრამ ფული ღირს და 500 ლარს თუ გადაიხდის შეუძლია მოისმინოს.
10. უთხრა, რომ შენი საუკეთესო მეგობარი გადავარდა და გულით მოკვდა სწორედ შალახოს ცეკვის დროს, რომ შენთვის ამ მუსიკის მოსმენა საშინლად აუტანელია და ფაქტიურად ძმაკაცის მკვლელ მუსიკას ვერც ჩართავ, ეს მისი სულის შეურაცხყოფა იქნება.
დღეისათვის სულ ეს იყო.
რომელი იდეა მოგეწონათ, ან თქვენ რამეს ხომ არ დაამატებდით, კომენტარების სექციაში გელით <3
პ.ს. რის შესახებ ისურვებდით 10 იდეის ჩემგან მოსმენას? ესეც კომენტარების სექციაში დამიტოვეთ <3
რომელი იდეა მოგეწონათ, ან თქვენ რამეს ხომ არ დაამატებდით, კომენტარების სექციაში გელით <3
პ.ს. რის შესახებ ისურვებდით 10 იდეის ჩემგან მოსმენას? ესეც კომენტარების სექციაში დამიტოვეთ <3
ავტორი: გიო ბეჟანიშვილი

Comments
Post a Comment