10 იდეა, როგორ გადავუღოთ ფოტო უცნობ ადამიანს ქუჩაში
ბევრ ადამიანს აქვს სურვილი ქუჩაში უცნობებს ფოტო გადაუღოს, მაგრამ ხშირად არის უხერხულობის განცდა და სირცხვილი. ბევრმა არ იცის რა ფორმით მივიდეს და სთხოვოს მათთვის უცნობ ადამიანს ფოტოს შესახებ.
წარმოვიდგინოთ სიტუაცია:
უცნობ ადამიანს ხედავთ ქუჩაში, რომელიც ვიღაცას ელოდება. გადაწყვიტეთ რომ საინტერესო სახე აქვს და მისი ფოტოს გადაღება გინდათ.
აქ არის 10 იდეა თუ როგორ გადავიღოთ მისი ფოტო (არ იგულისხმება შორიდან, უჩუმრად გადაღება), ისე რომ პოზიორობაც კი შეიძლება დაიწყოს ჩვენთვის.
მაშ ასე:
1. გაეცანით როგორც ქუჩის ფოტოგრაფი და სთხოვეთ პორტრეტის გადაღება.
2. დადექით ტელეფონით ისე, ვითომ სელფს იღებთ და პირიქით მას გადაუღეთ.
3. უთხრათ რომ თქვენს მეგობარს გავს ძალიან და გინდათ გადაუღოთ, რომ მერე მას მისი "ორეული" აჩვენოთ.
4. გაეცანით და უთხარით რომ კონკურსისათვის გინდათ ფოტო და თუ გაიმარჯვებთ პრიზს მასაც გადასცემენ.
5. უთხრათ რომ სანაძლეო წაააგეთ და სხვა გზა არაა - 10 კაცს უნდა გადაუღოთ.
6. უთხრათ რომ სარეკლამო სააგენტოდან ხართ და კლიპისთვის ხალხს ეძებთ და ამიტომ იღებთ საინტერესო ხალხს ქუჩაში.
7. გაეცანით როგორც სტუდენტი, რომელიც ჩათვლისთვის ან სადიპლომოსთვის უცნობებს უღებს ფოტოებს.
8. უთხრათ რომ ძალიან სიმპათიური მარტოხელა მეგობარი გყავთ (მისი საპირისპირო სქესის) და დაბადების დღეზე უცნობი ადამიანების ალბომი უნდა აჩუქოთ, ტელეფონის ნომრებით და ვინც მას მოეწონება დაურეკავს.
9. უთხარით, თუ ფოტოს გადაგაღებინებთ ჩახუტებაში გაუცვლით.
10. თავი ტურისტად გაააცნოთ, დაელაპარაკეთ უცხო ენაზე და სთხოვეთ ფოტო თქვენ გადაგიღოთ, როცა გადაგიღებთ სთხოვეთ ახლა თქვენ გადაუღოთ მას, ისე ტურისტულად და თან გაუღიმეთ.
დღეისათვის სულ ეს იყო.
რომელი იდეა მოგეწონათ, ან თქვენ რამეს ხომ არ დაამატებდით, კომენტარების სექციაში გელით <3
პ.ს. რის შესახებ ისურვებდით 10 იდეის ჩემგან მოსმენას? ესეც კომენტარების სექციაში დამიტოვეთ <3
რომელი იდეა მოგეწონათ, ან თქვენ რამეს ხომ არ დაამატებდით, კომენტარების სექციაში გელით <3
პ.ს. რის შესახებ ისურვებდით 10 იდეის ჩემგან მოსმენას? ესეც კომენტარების სექციაში დამიტოვეთ <3
ავტორი: გიო ბეჟანიშვილი

Comments
Post a Comment