Posts

10 იდეა, როგორ ვაჯობოთ სიზარმაცეს და შევუდგეთ საქმეს დილიდან

Image
ზოგჯერ საქმე თავზე საყრელია, მაგრამ ყველაჩვენგანში შეიძლება გაიღვიძოს ხვალემენმა, ამ საშინელმა ანტიგმირმა, რომელიც ყველაფერს იზავს, ოღონდ იმ დღეს თქვენ საქმე არ გაგაკეთებინოთ და შემდეგი დღისათვის გადადოთ. ეს პრობლემა მეც ხშირად მაწუხებს, სწორედ ამიტომ 10 იდეა ჩამოვყარე და იმედს ვიტოვებ ის როგორც მე, ასევე თქვენც დაგეხმარებათ. მაშ ასე: 1. გადავივლოთ ცხელი წყალი და დავრეფრეშდეთ, ჩავაგონოთ ჩვენს თავს რომ დღეს ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. 2. ჩავრთოთ საყვარელი მუსიკა, გამოვრთოთ ფეისბუქი და სხვა სოც მედია საიტები და ვკონცენტრირდეთ მხოლოდ საქმეზე. 3. გავწეროთ დღის გეგმა და საკუთარ თავს გარკვეული დროის მონაკვეთი მივცეთ კონკრეტული დავალების შესასრულებლად. 4. დავურეკოთ მეგობარს, რომელიც მოვა და თავზე დაგვადგება, რომ ისევ არ "ვისაჩკაოთ". 5. გამოვიყენოთ "პომიდორის პრინციპი" - 25 წუთი ინტენსიური მუშაობა, 5 წუთი შესვენება. გავაგრძელოთ ასე 3-4 საათის მანძილზე. 6. დავპოსტოთ ფბ-ზე რომ ამადაამ საქმეს აკეთებთ და განაცხადოთ რომ გარკვეულ დროში მორჩებ...

10 იდეა, როგორ მოიშორო თავიდან ტიპი, რომელიც შალახოს ჩართვას გთხოვს - როცა ფართიზე D.J. ხარ

Image
მაშ ასე: 1. უთხრა, რომ ორგანიზატორმა აგიკრძალა და ვერ ჩართავ. 2. უთხრა რომ არ გაქვს და ინტერნეტიც არაა, რომ იქიდან მაინც ჩართა. 3. უთხრა რომ სანამ ის მოვიდოდა უკვე ორჯერ გაუშვი და მესამედ ვეღარ ჩართავ, ხალხი გაბრაზდება. 4. უთხრა, რომსანაძლეოს წააგებ თუ გაუშვებ და ფართიზე ვინცაა ყველას შენ უნდა დაალევინო ალკოჰოლური სასმელები. 5. დაელაპარაკო ინგლისურად და თავი მოაჩვენო რომ ქართული არ გესმის. 6. უთხრა რომ დიჯეი სხვაა და გავიდა, შენ კი უბრალოდ დგახარ და აპარატურას ყარაულობ. 7. უთხრა რომ ჩართავ ცოტა ხანში და რათქმაუნდა გადააგდო. 8. დაუძახო დაცვას, ასეთის არსებობის შემთხვევაში და გააჯმევინო. 9. უთხრა რომ გაუშვებ, მაგრამ ფული ღირს და 500 ლარს თუ გადაიხდის შეუძლია მოისმინოს. 10. უთხრა, რომ შენი საუკეთესო მეგობარი გადავარდა და გულით მოკვდა სწორედ შალახოს ცეკვის დროს, რომ შენთვის ამ მუსიკის მოსმენა საშინლად აუტანელია და ფაქტიურად ძმაკაცის მკვლელ მუსიკას ვერც ჩართავ, ეს მისი სულის შეურაცხყოფა იქნება. დღეისათვის სულ ეს იყო. რომელი იდეა მოგეწონათ, ან თქ...

10 იდეა, რა გავაკეთოთ როცა ბანკში რიგში ვდგევართ

Image
ვინ არ მგდარა რიგში და რის რიგში აღარ მდგარა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი მაინც ბანკის რიგია. ამ პოსტში გთავაზობთ 10 თავშესაქცევ იდეას, რომელიც ბანკის რიგში დგომისას შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაშ ასე: 1. ვითამაშოთ თამაშები ტელეფონში. 2. გადავხედოთ სატელეფონო კონტაქტებს და რაც უსარგებლოა წავშალოთ. 3. შევიდეთ ინტერნეტში და ვიკიპედიაზე საინტერესო სტატია წავიკითხოთ. 4. თუ ხატვის ნიჭი გვაქვს, დავხატოთ რომელიმე თანამშრომელი და წასვლისას საძუქრად დავუტოვოთ. 5. ამოვირჩიოთ ვინმე, ვინც ასევე ელოდება და გამოველაპარაკოთ. 6. წავიკითხოთ წიგნი, რომელიც ჯიბის წიგნია და თან დაგვაქვს, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის. 7. დავუმესიჯოთ და მოვიკითხოთ ადამიანი, რომელიც უკვე თვეებია აღარ გვინახავს. 8. ჩამოვწეროთ რა? სად? როდის? აპლიკაცია ტელეფონში და ვიტამაშოთ. 9. გადავიღოთ სელფი სადაც რიგი ჩანს, ან რიგის ნომრის ფოტო გადავიღოთ, დავდოთ ფბ-ზე და ბევრი ვიწუწუნოთ. 10. დავწეროთ 10 იდეა რაიმე საინტერესო თემაზე. დღეისათვის სულ ეს იყო. რომელი იდეა მოგეწონათ, ან თქვენ რამე...

10 იდეა, როგორ გადავუღოთ ფოტო უცნობ ადამიანს ქუჩაში

Image
ბევრ ადამიანს აქვს სურვილი ქუჩაში უცნობებს ფოტო გადაუღოს, მაგრამ ხშირად არის უხერხულობის განცდა და სირცხვილი. ბევრმა არ იცის რა ფორმით მივიდეს და სთხოვოს მათთვის უცნობ ადამიანს ფოტოს შესახებ. წარმოვიდგინოთ სიტუაცია: უცნობ ადამიანს ხედავთ ქუჩაში, რომელიც ვიღაცას ელოდება. გადაწყვიტეთ რომ საინტერესო სახე აქვს და მისი ფოტოს გადაღება გინდათ. აქ არის 10 იდეა თუ როგორ გადავიღოთ მისი ფოტო (არ იგულისხმება შორიდან, უჩუმრად გადაღება), ისე რომ პოზიორობაც კი შეიძლება დაიწყოს ჩვენთვის. მაშ ასე: 1. გაეცანით როგორც ქუჩის ფოტოგრაფი და სთხოვეთ პორტრეტის გადაღება. 2. დადექით ტელეფონით ისე, ვითომ სელფს იღებთ და პირიქით მას გადაუღეთ. 3. უთხრათ რომ თქვენს მეგობარს გავს ძალიან და გინდათ გადაუღოთ, რომ მერე მას მისი "ორეული" აჩვენოთ. 4. გაეცანით და უთხარით რომ კონკურსისათვის გინდათ ფოტო და თუ გაიმარჯვებთ პრიზს მასაც გადასცემენ. 5. უთხრათ რომ სანაძლეო წაააგეთ და სხვა გზა არაა - 10 კაცს უნდა გადაუღოთ. 6. უთხრათ რომ სარეკლამო სააგენტოდან ხართ და კლიპისთვის ხალხ...

10 იდეა ალტერნატიული ახალი წლისათვის

Image
ჩემი ბევრი მეგობარი წერს, რომ ახალწელს ჭამა-სმა და ტრადიციული სატელევიზიო გადაცემები ყელში ამოუვიდა. ხოდა ვიფიქრე ალტერნატიული იდეები გაგახარებდათ: მაშ ასე 10 იდეა ალტერნატიული ახალი წლისათვის: 1. გახვიდე ქალაქგარეთ და იქიდან უყურო როგორი ბათქაბუთქი და ყიჟინა გაუდის ქალაქს. შენ კი მშვიდად გაატარო დრო. 2. გათიშო ტელეფონი, ტელევიზორი, იპოვო რამდენიმე შენნაირი, დაპატიჟო და პაზლი ააწყოთ. 3. იპოვო 12 მოხალისე, შეადგინოთ 2 რა? სად? როდის? გუნდი და წამყვანს დაასმევინო კითხვები. 4. სადმე მაღალ ადგილას ახვიდე, ჩართო ლაივი ფბზე და გამოავლინო ყველაზე ხმაურიანი და ფეიერვერკებიანი მხარე ქალაქში. 5. წახვიდე კლუბში და მთელი ღამე იცეკვო. 6. ჩაიკეტო შენ ოთახში და უყურო "ხერხის" 6-ივე სერიას. 7. იყიდო პლასტელინები და გამოძერწო ყველაზე ცუდი მოვლენები თუ ადამიანები გასული წლიდან. შემდეგ ყველაფერი ნაგავში მოისროლო. 8. ძალიან გვიან ასე 4-5ისკენ ჩამოუარო ყველა შენ მეზობელს (თან თუ კორპუსში ცხოვორობ მთლაუკეთესი) და დაუკაკუნო კარებზე...

10 იდეა, რა შეიძლება გააკეთოთ ნაბახუსევზე

Image
10 იდეა თუ რა შეიძლება გააკეთო დიდი დალევებისა და ცეკვების მეორე დღეს, როცა ორშაბათი და დედლაინებიც ვერ გასწორებს წელში, როცა ზუსტად იცი რომ საქმეს იმდღეს ხეირიანად კი არა, საერთოდ ვერ გააკეთებ. მაშ ასე: 1) მთელი დღე იგორაო ლოგინში, გამორთო ტელეფონი და უყურო ყველა იმ ფილმს, რომელიც watch later-ში დაგიგროვდა. 2) ჩაიცვა კომფორტულად, ჩართო მუსიკა ყურსასმენებში და წახვიდე სასერნოდ ისეთ უბნებში სადაც დიდი ხანია არ ყოფილხარ, თან არავითარი სოც. მედია გზაში. 3) გაიხსენო ყველა გოგოს/ბიჭის სახელი ვინც ცხოვრებაში მოგწონებია/შეგყვარებია/გიკოცნია . . . და შეეცადო ფანქრით მათი პორტრეტების დახატვა. 4) გაიხსენო ყველა ტიპი, ვისთან ერთადაც ღამე გაგითენებია ცხოვრებაში, შეეხმიანო და მოიკითხო ისინი. 5) გადახედო და გადააფასო შენი ფბ ფრენდლისტი, ზოგი დააჰაიდო და ზოგიც განაჰაიდო. (თუმცა ესეც საქმეში შეიძლება ჩაითვალოს). 6) გახვიდე ბაღში და ჩიჩიქნო მიწა, გამხმარი და უსარგებლო მცენარეები მოიშორო და ახლები ჩარგა. 7) ჩართა ყველა შენი საყვარელი სიმღერი...

10 იდეა, რა გავაკეთოთ როცა შუქი ქრება

Image
ამ პოსტში მინდა ათი იდეა შემოგთავაზოთ, იმ შემთხვევისათვის, თუ დილით გაიღვიძეთ და აღმოაჩინეთ რომ ელექტროენერგია არ მოგეწოდებათ, ან სულაც საღამოს მოულოდნელად წავიდა შუქი. მაშ ასე: 1. წავიკითხოთ წიგნი, რომელიც კაი ხნის წინ დავიწყეთ, მაგრამ შუა გზაზე გვაქვს მიტოვებული. 2. დავალაგოთ ჩვენი საძინებელი, სამუშაო სივრცე ან ზოგადად სახლი. 3. დავურეკოთ მეგობრებს და მოვიწვიოთ სათამაშოდ, ვითამაშოთ კარტი ან რაიმე სამაგიდო თამაში. 4. გადავხედოთ იმ დღის ან კვირის საქმეებს და ვიპოვოთ რამე, რასაც კომპიუტერის ან ინტერნეტის გარეშეც გავაკეთებდით და გავაკეთოთ. 5. სუფთა ჰაერზე გავისეირნოთ. 6. მოვამზადოთ კერძი (გამოვაცხოთ რამე), რომელიც ძალიან გიყვართ და კარგა ხანია არ მოგიმზადებიათ. (ამის შემდეგ უფრო ადვილად განახორციელებთ მესამე იდეას.) 7. ავაჟღეროთ ინსტრუმენები, რომლებიც დენის გარეშეც მუშაობენ (გიტარა, ფანდური, პიანინო და ა.შ.). მოვაწყოთ 90-იანების რეპერტუარით საღამოს საშინაო კონცერტი. 8. გავიხსენოთ რაიმე DIY (DO IT YOURSELF) პროექტი  და განვახორციელოთ. 9. გავიხს...