10 იდეა ალტერნატიული ახალი წლისათვის

















ჩემი ბევრი მეგობარი წერს, რომ ახალწელს ჭამა-სმა და ტრადიციული სატელევიზიო გადაცემები ყელში ამოუვიდა. ხოდა ვიფიქრე ალტერნატიული იდეები გაგახარებდათ:

მაშ ასე 10 იდეა ალტერნატიული ახალი წლისათვის:

1. გახვიდე ქალაქგარეთ და იქიდან უყურო როგორი ბათქაბუთქი და ყიჟინა გაუდის ქალაქს. შენ კი მშვიდად გაატარო დრო.

2. გათიშო ტელეფონი, ტელევიზორი, იპოვო რამდენიმე შენნაირი, დაპატიჟო და პაზლი ააწყოთ.

3. იპოვო 12 მოხალისე, შეადგინოთ 2 რა? სად? როდის? გუნდი და წამყვანს დაასმევინო კითხვები.

4. სადმე მაღალ ადგილას ახვიდე, ჩართო ლაივი ფბზე და გამოავლინო ყველაზე ხმაურიანი და ფეიერვერკებიანი მხარე ქალაქში.

5. წახვიდე კლუბში და მთელი ღამე იცეკვო.

6. ჩაიკეტო შენ ოთახში და უყურო "ხერხის" 6-ივე სერიას.

7. იყიდო პლასტელინები და გამოძერწო ყველაზე ცუდი მოვლენები თუ ადამიანები გასული წლიდან. შემდეგ ყველაფერი ნაგავში მოისროლო.

8. ძალიან გვიან ასე 4-5ისკენ ჩამოუარო ყველა შენ მეზობელს (თან თუ კორპუსში ცხოვორობ მთლაუკეთესი) და დაუკაკუნო კარებზე, თან დაიძახო "მეკვლე მოვიდა მეკვლე"და მისთანანი, შემდეგ კი მიიმალო და ამაზე ბოროტულად იხალისო.

9. ძაღლი გაასეირნო.

10. დაპატიჟო ბევრი, რაც შეიძლება ბევრი სტუმარი და შენ თავად სახლში არ დახვდე. 

დღეისათვის სულ ეს იყო.

რომელი იდეა მოგეწონათ, ან თქვენ რამეს ხომ არ დაამატებდით, კომენტარების სექციაში გელით <3

პ.ს. რის შესახებ ისურვებდით 10 იდეის ჩემგან მოსმენას? ესეც კომენტარების სექციაში დამიტოვეთ <3

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი

Comments

Popular posts from this blog

10 იდეა, როგორ გადავუღოთ ფოტო უცნობ ადამიანს ქუჩაში

10 იდეა, რა გავაკეთოთ როცა შუქი ქრება