10 იდეა, რა გავაკეთოთ როცა ბანკში რიგში ვდგევართ
ვინ არ მგდარა რიგში და რის რიგში აღარ მდგარა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი მაინც ბანკის რიგია. ამ პოსტში გთავაზობთ 10 თავშესაქცევ იდეას, რომელიც ბანკის რიგში დგომისას შეგიძლიათ გამოიყენოთ.
მაშ ასე:
1. ვითამაშოთ თამაშები ტელეფონში.
2. გადავხედოთ სატელეფონო კონტაქტებს და რაც უსარგებლოა წავშალოთ.
3. შევიდეთ ინტერნეტში და ვიკიპედიაზე საინტერესო სტატია წავიკითხოთ.
4. თუ ხატვის ნიჭი გვაქვს, დავხატოთ რომელიმე თანამშრომელი და წასვლისას საძუქრად დავუტოვოთ.
5. ამოვირჩიოთ ვინმე, ვინც ასევე ელოდება და გამოველაპარაკოთ.
6. წავიკითხოთ წიგნი, რომელიც ჯიბის წიგნია და თან დაგვაქვს, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის.
7. დავუმესიჯოთ და მოვიკითხოთ ადამიანი, რომელიც უკვე თვეებია აღარ გვინახავს.
8. ჩამოვწეროთ რა? სად? როდის? აპლიკაცია ტელეფონში და ვიტამაშოთ.
9. გადავიღოთ სელფი სადაც რიგი ჩანს, ან რიგის ნომრის ფოტო გადავიღოთ, დავდოთ ფბ-ზე და ბევრი ვიწუწუნოთ.
10. დავწეროთ 10 იდეა რაიმე საინტერესო თემაზე.
დღეისათვის სულ ეს იყო.
რომელი იდეა მოგეწონათ, ან თქვენ რამეს ხომ არ დაამატებდით, კომენტარების სექციაში გელით <3
პ.ს. რის შესახებ ისურვებდით 10 იდეის ჩემგან მოსმენას? ესეც კომენტარების სექციაში დამიტოვეთ <3
ავტორი: გიო ბეჟანიშვილი

Comments
Post a Comment