10 იდეა, როგორ ვაჯობოთ სიზარმაცეს და შევუდგეთ საქმეს დილიდან
ზოგჯერ საქმე თავზე საყრელია, მაგრამ ყველაჩვენგანში შეიძლება გაიღვიძოს ხვალემენმა, ამ საშინელმა ანტიგმირმა, რომელიც ყველაფერს იზავს, ოღონდ იმ დღეს თქვენ საქმე არ გაგაკეთებინოთ და შემდეგი დღისათვის გადადოთ. ეს პრობლემა მეც ხშირად მაწუხებს, სწორედ ამიტომ 10 იდეა ჩამოვყარე და იმედს ვიტოვებ ის როგორც მე, ასევე თქვენც დაგეხმარებათ.
მაშ ასე:
1. გადავივლოთ ცხელი წყალი და დავრეფრეშდეთ, ჩავაგონოთ ჩვენს თავს რომ დღეს ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ.
2. ჩავრთოთ საყვარელი მუსიკა, გამოვრთოთ ფეისბუქი და სხვა სოც მედია საიტები და ვკონცენტრირდეთ მხოლოდ საქმეზე.
3. გავწეროთ დღის გეგმა და საკუთარ თავს გარკვეული დროის მონაკვეთი მივცეთ კონკრეტული დავალების შესასრულებლად.
4. დავურეკოთ მეგობარს, რომელიც მოვა და თავზე დაგვადგება, რომ ისევ არ "ვისაჩკაოთ".
5. გამოვიყენოთ "პომიდორის პრინციპი" - 25 წუთი ინტენსიური მუშაობა, 5 წუთი შესვენება. გავაგრძელოთ ასე 3-4 საათის მანძილზე.
6. დავპოსტოთ ფბ-ზე რომ ამადაამ საქმეს აკეთებთ და განაცხადოთ რომ გარკვეულ დროში მორჩებით (შეგიძლიათ სელფიც გადაიღოთ). საჯარო დაპირება გაიძულებთ იმუშაოთ.
7. თუ საქმე კომპიუტერთან მუშოაბას ეხება, პირდაპირ ნუ დაიწყებთ საქმეს. შეგიძლიათ მანამდე გაისეირნოთ ან რაიმე ფიზიკური აქტივობა განახორციელოთ. (სახლის დალაგება, თქვენი სამუშაო მაგიდის დალაგება და ა.შ.)
8. დაყავით თქვენთვის რთული საქმე ნაწილებად - პატარ-პატარა მისიებად და დაიწყეთ ჯერ-ჯერით შესრულება. მცირე გამარჯვებები მეტ სტუმულს მოგცემთ რომ დიდი საქმე ადვილად დაასრულოთ.
9. დაურეკეთ კლიენტს ან იმ პირს ვისთანაც ვალდებული ხართ საქმიანად და შეპირდით რომ დღესვე მიაწვდით დასრულებულ პროექტს. აიძულეთ საკუთარი თავი, საქმე დღესვე დაამთავროთ.
10. დაასაჩუქრე საკუთარი თავი სხვა მცირე საქმისთვის, რომელსაც მანამდე შეასრულებ. შემდეგ კი ამ საქმისთვის უფრო მეტს შეპირდი და საქმეს მეტი სტიმულით შეუდგები.
დღეისათვის სულ ეს იყო.
რომელი იდეა მოგეწონათ, ან თქვენ რამეს ხომ არ დაამატებდით, კომენტარების სექციაში გელით <3
პ.ს. რის შესახებ ისურვებდით 10 იდეის ჩემგან მოსმენას? ესეც კომენტარების სექციაში დამიტოვეთ <3
რომელი იდეა მოგეწონათ, ან თქვენ რამეს ხომ არ დაამატებდით, კომენტარების სექციაში გელით <3
პ.ს. რის შესახებ ისურვებდით 10 იდეის ჩემგან მოსმენას? ესეც კომენტარების სექციაში დამიტოვეთ <3
ავტორი: გიო ბეჟანიშვილი

Comments
Post a Comment