10 იდეა, რა შეიძლება გააკეთოთ ნაბახუსევზე















10 იდეა თუ რა შეიძლება გააკეთო დიდი დალევებისა და ცეკვების მეორე დღეს, როცა ორშაბათი და დედლაინებიც ვერ გასწორებს წელში, როცა ზუსტად იცი რომ საქმეს იმდღეს ხეირიანად კი არა, საერთოდ ვერ გააკეთებ.

მაშ ასე:

1) მთელი დღე იგორაო ლოგინში, გამორთო ტელეფონი და უყურო ყველა იმ ფილმს, რომელიც watch later-ში დაგიგროვდა.

2) ჩაიცვა კომფორტულად, ჩართო მუსიკა ყურსასმენებში და წახვიდე სასერნოდ ისეთ უბნებში სადაც დიდი ხანია არ ყოფილხარ, თან არავითარი სოც. მედია გზაში.

3) გაიხსენო ყველა გოგოს/ბიჭის სახელი ვინც ცხოვრებაში მოგწონებია/შეგყვარებია/გიკოცნია . . . და შეეცადო ფანქრით მათი პორტრეტების დახატვა.

4) გაიხსენო ყველა ტიპი, ვისთან ერთადაც ღამე გაგითენებია ცხოვრებაში, შეეხმიანო და მოიკითხო ისინი.

5) გადახედო და გადააფასო შენი ფბ ფრენდლისტი, ზოგი დააჰაიდო და ზოგიც განაჰაიდო. (თუმცა ესეც საქმეში შეიძლება ჩაითვალოს).

6) გახვიდე ბაღში და ჩიჩიქნო მიწა, გამხმარი და უსარგებლო მცენარეები მოიშორო და ახლები ჩარგა.

7) ჩართა ყველა შენი საყვარელი სიმღერის კარაოკე ვერსია და ბოლო ხმაზე იმღერო.

8) ჩართო და ბოლომდე ნახო იუმორინასა და comedy club-ის ყველა საახალწლო კონცერტი. (თუ დროის უქმად გაყვანაა, ბარემ ბოლომდე გააუქმო).

9) ნახო ფილმები "აპოკალიფსი არ იქნება" და "The Room", შემდეგ მოიმარჯვო ა3 თაბახის ფურცელი და მოახდინო ერმალო მაღრაძისა და Tommy Wiseau-ს პროფესიონალური შედარებითი ანალიზი.

10) დაითრიო სადმე ძველებური თუნუქის ვანა, გაავსო წყლით, მოიდგა ყველა სასმელი რაც მოგეპოვება, ჩაწვე და ახლიდან დათვრე. (ამას მარტო ნუ იზამთ, დარწმუნდით რომ ვინმე ყურადღებას გაქცევთ, შეიძლება მთვრალს ჩაგეძინოთ და თქვენივე ავსებულ ვანაში დაიხრჩოთ).

დღეისათვის სულ ეს იყო.

რომელი იდეა მოგეწონათ, ან თქვენ რამეს ხომ არ დაამატებდით, კომენტარების სექციაში გელით <3

პ.ს. რის შესახებ ისურვებდით 10 იდეის ჩემგან მოსმენას? ესეც კომენტარების სექციაში დამიტოვეთ <3

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი

Comments

Popular posts from this blog

10 იდეა, როგორ გადავუღოთ ფოტო უცნობ ადამიანს ქუჩაში

10 იდეა ალტერნატიული ახალი წლისათვის

10 იდეა, რა გავაკეთოთ როცა შუქი ქრება